Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696811&print=yes&view=jobs
 
F&B ზედამხედველი - ბუკნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B ზედამხედველი
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას F&B ზედამხედველის თანამდებობაზე.

ხელფასი: 1800 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა სასმელებისა და კვების დეპარტამენტში;
** თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის შედგენა, გუნდის მართვა და კოორდინაცია;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა სტუმრებისთვის და უკუკავშირის მართვა;
** ინვენტარის, მარაგებისა და დანაკარგების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** რესტორნის სივრცის მზადყოფნის კონტროლი სტუმრების მისაღებად;
** ჯავშნების, შეკვეთებისა და გადახდების პროცესების კონტროლი სისტემაში;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** მჭირდო თანამშრომლობა სერვის მენეჯერთან და სხვა დეპარტამენტებთან;
** მომსახურების სტანდარტების პერიოდული განახლება მენეჯმენტთან შეთანხმებით და თანამშრომლების ტრენინგი;
** ბიუჯეტის კონტროლი და ყოველდღიური შემოსავლების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერვაიზერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1/2 წლიანი გამოცდილება;
** HoReCa სექტორში მომსახურების სტანდარტების ღრმა ცოდნა;
** გუნდის მართვისა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებით;
** სალარო/სერვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია