|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფინბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** კომპანიისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარისა და მასალის შეძენა
** შესყიდვის განხორციელებამდე ბაზრის მოკვლევის ჩატარება და მომწოდებლების შედარებითი ანალიზი
** საწვავის ყოველდღიური მონიტორინგი, ლიმიტების დამატების განხილვა და დარიცხვა, ჩამოწერა
** ოფისების მოწყობის კოორდინაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** საბეჭდი კარტრიჯების დამუხტვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** ბუღალტერიისთვის გადასარიცხი ინვოისების მიწოდება და კონტროლი
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა
** ძირითადი საშუალებების აღწერა
** ფილიალებში წარმოქმნილი ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარება
** ოფისების ჰიგიენისა და აღჭურვილობის ხარისხის მონიტორინგი
** დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა)
** შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|