|
დასახელება:
უმცროსი კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Alcosphere
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
ალკოჰოლური მიმართულების სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
სამუშაო აღწერილობა:
** მაღაზიებისთვის კონკრეტული კატეგორიის პროდუქტების ასორტიმენტის შემუშავებასა და ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა კომერციულ ხელმძღვანელთან ერთად;
** საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება კონკრეტული მაღაზიებისთვის;
** საფასო პოლიტიკაში ჩართულობა და მონიტორინგი;
** კატეგორიის პროდუქტების ფასების მუდმივი ანალიზი;
** ბაზარზე ფასების მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;
** ფასების ცვლილებების შეთავაზება გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის ოპტიმიზაციის მიზნით;
** გაყიდვებისა და მომგებიანობის მუდმივი მონიტორინგი;
** აქციებისა და პრომო კამპანიების ოპერაციული მხარდაჭერა;
** მაღაზიებში ვიზიტი და პლანოგრამების მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია კატეგორიის მარაგისა და მიწოდების პროცესთან დაკავშირებით;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
** შეთანხმებული პირობების მიხედვით სარეგისტრაციო ფორმების, ხელშეკრულებების, ბაზებისა და საჭირო დოკუმენტაციის აწყობა და მონიტორინგი;
** ვებ-საიტისთვის მონაცემების სიზუსტით მიწოდების უზრუნველყოფა;
** სოციალური არხებისთვის მომზადებული პოსტების მონიტორინგი, დადასტურება ან კორექტირების ინიცირება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება გაყიდვების, ნაშთებისა და მომგებიანობის შესახებ.
მოთხოვნები: აუცილებელია Excel-ის ცოდნა; ფორმულებით მუშაობის გამოცდილება (მაგ.: VLOOKUP / XLOOKUP, IF, SUMIF, Pivot Table)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე მეილზე: hr@kanti.ge სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|