Робота для біженців з України
ბაზრის კვლევის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაზრის კვლევის კოორდინატორი
მომწოდებელი: აითრეიდი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"iTrade.ge" წარმოადგენს B2B პლატფორმას, რომელიც მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთს აკავშირებს. პლატფორმა კომპანიის შესყიდვების და B2B გაყიდვების პროცესს ამარტივებს.

ვაკანსიის აღწერა:

"iTrade.ge" ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც ჩართული იქნება ბაზრის კვლევის პროცესში. ბაზრის კვლევა ემსახურება პლატფორმაზე გამოცხადებული შესყიდვებისთვის პოტენციური მომწოდებლების/პროდუქციის რეალიზატორების მოძიებას, მათთან კომუნიკაციას და შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შესასყიდი პროდუქტის თუ მომსახურების კატეგორიის მიხედვით ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი პროდუქციის თუ სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მოძიება.
** პოტენციური პრეტენდენტებთან კომუნიკაცია და შესასყიდ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება
** მომწოდებლების ბაზების წარმოება და განახლება
** რეპორტების მომზადება ჩატარებული კვლევების შესახებ

სამუშაო პირობები:

** დისტანციური სამუშაო (სახლიდან)
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შესყიდვების ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@itrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე