Робота для біженців з України
სისტემური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: სისტემური ანალიტიკოსი

სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება და ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) კომუნიკაციის გზით;
** ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების, სამუშაო პროცესების (workflows) და ბიზნეს წესების დეტალური დოკუმენტირება;
** UML და BPMN დიაგრამების გამოყენება ბიზნეს პროცესებისა და სისტემური ურთიერთობების ვიზუალური წარმოდგენისთვის;
** ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა ეფექტური სისტემური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და დიზაინისთვის, მათ შორის სექუენს დიაგრამების შექმნა;
** სატესტო სცენარების შემუშავება და ტესტირების პროცესში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის ხარისხი და მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** პროექტის მიმდინარეობისას ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ახალი სისტემების დანერგვისა და არსებული სისტემების განახლების პროცესის მხარდაჭერა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომელიც აუცილებელია პოზიციის მიზნის შესრულებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე. საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ტექნიკური ცოდნა:

** სისტემების ანალიზისა და დიზაინის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების მოდელირება და დოკუმენტირება BPMN სტანდარტების გამოყენებით;
** UML დიაგრამების (მათ შორის სექუენს დიაგრამების) შექმნის და მათი გამოყენების უნარი;
** Agile/Scrum და Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა;
** API-ებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Postman-ის ან Swagger-ის გამოყენებით);
** SQL-ის ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, Jira, Confluence);
** ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ვერბალური);

დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Scrum-ის სერტიფიკატები (მაგ., PSPO, PSM);
** Python-ის ან JavaScript-ის საბაზისო ცოდნა მარტივი სკრიპტინგისთვის ან მონაცემთა ანალიზისთვის;
** API Testing-ის გამოცდილება;

უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 თებერვალი 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე