Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696726&print=yes&view=jobs
 
საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
შპს. "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

შპს "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების შესაბამისად ბეჭდვის პროცესის მართვა;
** შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით დანადგარის ეფექტურად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის მუშაობისთვის წინა მოსამზადებელი პროცესების განხორციელება (მასალის მომზადება, განლაგება და ა.შ.);
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში, ხარვეზების დიაგნოსტირება, შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება პრობლემის შესახებ;
** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმო დანადგარზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება (კურსი/კოლეჯი/სასწავლებელი)
** სასურველია საბაზისო ტექნიკური და/ან მექანიკური უნარ-ჩვევები

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 22000 ლარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kakuchaiaveriko@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია