|
დასახელება:
რეცეფციის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
აქსის თაუერს ველნესი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
კომპანია "აქსის თაუერს ველნესი" ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მოწესრიგებულ რეცეფციის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების მაღალ დონეზე მომსახურებას და ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შემომავალი ზარების მიღება და გადამისამართება
** გაყიდვების გუნდთან აქტიური კომუნიკაცია
** შეხვედრების დაგეგმვა და კალენდრის მართვა
** ელ.ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა
** დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება
** ოფისის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი რეცეფციის ზონაში
** კომპანიის სერვისებისა და პროცესების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება საჭიროების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი ან დამთავრებული საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებული გარეგნობა და მეგობრული დამოკიდებულება
სამუშაო პირობები
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი მცოცავი გრაფიკით
** სამუშაო ადგილი: ი.ჭავჭავაძის 37მ
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: M.robakidze@axistowerswellness.ge
საკონტაქტო ნომერი: 551006890
|
|
|
|