Робота для біженців з України
HR მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
კომპანია "უნიკომი" (ტექნიკის საცალო მაღაზიათა ქსელი) რომელიც წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას.

პოზიცია: HR მენეჯერი (რეკრუტინგი & ადმინისტრირება)
დეპარტამენტი: ადამიანური კაპიტალი
დაქვემდებარება: კომპანიის დირექტორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დღეში 8 საათი, 5 სამუშაო დღე
ლოკაცია: ქუთაისი. ი.ჭავჭავაძის #67
ანაზღაურება: ფიქსირებული 1850 ლარი (გროსს) + ბონუს სისტემა (შედეგებზე დაფუძნებული)

პოზიციის მიზანი:

HR მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის რეკრუტინგის პროცესების ეფექტურად მართვაზე და პერსონალის ადმინისტრირებაზე, მათ შორის დოკუმენტაციაზე, შრომითი ურთიერთობების ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და თანამშრომელთა მონაცემების მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

1. რეკრუტინგი და შერჩევა

** ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატების მოძიება;
** სამუშაო აღწერების (JD) მომზადება და განახლება
** ვაკანსიების განთავსება შესაბამის პლატფორმებზე
** კანდიდატების მოძიება და CV-ების გადარჩევა
** გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება;
** შერჩევის პროცესის კოორდინაცია ხელმძღვანელებთან
** კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი
** შერჩევის შედეგების დოკუმენტირება
** დასაქმების შეთავაზების (Job Offer) მომზადება
** ყოველკვირეული რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება;

2. ახალ თანამშრომელთა ადმინისტრირება (Onboarding)

** დასაქმების დოკუმენტაციის მომზადება
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
** ადაპტაციის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა

3. პერსონალის ადმინისტრირება

** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის მართვა (პროგრამა Self.ge- ში)
** შრომითი ხელშეკრულებების ცვლილებების ადმინისტრირება
** შვებულებების, ბიულეტენების და გაცდენების აღრიცხვა
** ბრძანებების, ცნებებისა და შიდა დოკუმენტების მომზადება
** თანამშრომელთა გათავისუფლების ადმინისტრაციული პროცესი
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
** ბრძანებების, შვებულებების, დისციპლინური ღონისძიებების ადმინისტრირება
** შიდა რეგულაციებისა და პოლიტიკების კონტროლი.
** სახელფასო ტაბელზე მუშაობა, ზეგანაკვეთური ნამუშევარი დროების დათვლა. (პროგრამა Self.ge- ში)
** კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად საკადრო დოკუმენტაციის მომზადება (შრომითი ხელშეკრულება, საკადრო გადაადგილება, შვებულება და ა.შ.)
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა (საჭიროების შემთხვევაში)
** კომპანიაში არსებული სამოტივაციო პროექტებში ჩართულობა;

4. შრომითი კანონმდებლობის დაცვა (ადმინისტრაციული ნაწილი)

** შრომითი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს შრომის კოდექსთან
** შიდა რეგლამენტებისა და პოლიტიკების ადმინისტრირება
** სახელმწიფო უწყებებთან საჭირო კომუნიკაციის მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (HR, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება - უპირატესობა)
** მინიმუმ 1-3 წელი HR ადმინისტრირების ან რეკრუტინგის მიმართულებით
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა
** HR დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** რეკრუტინგის თანამედროვე მეთოდების ცოდნა
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარი
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** HR პროგრამებთან (self.ge) მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** კონფლიქტების მართვა
** დროის მართვა
** გუნდთან მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (HR), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი ვერ მოხვდეს განხილვაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე