|
დასახელება:
ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდში!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი (მედიუმ და კორპორატიული კლიენტებისთვის)
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
** საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** დადგენილი გეგმის შესრულება;
** საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, დინამიკის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** საკრედიტო განაცხადების დამუშავება საკრედიტო ანალიტიკოსთან ერთად და კომიტეტზე წარდგენა;
** ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (>B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი_მედიუმი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|