Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696696&print=yes&view=jobs
 
შიდა აუდიტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტის უფროსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: შიდა აუდიტის უფროსი

გრაფიკი: სრულიად ოფისიდან, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის კორპორაციული მმართველობის პოლიტიკითა და საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკების კორპორატიული მართვის ბრძანებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების შესრულება;
** ბანკის შიდა აუდიტის მიმართულების პოლიტიკის, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება რეგულატორული მოთხოვნებისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** შიდა აუდიტის პროცესის სრული ციკლის კოორდინაცია: აუდიტის პროცესის დაგეგმვა, ჩატარება, რეკომენდაციების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი და აუდიტის კომიტეტისთვის ანგარიშის მომზადება:
** შიდა აუდიტორული საქმიანობის პროგრამის/გეგმის მომზადება თითოეული ფისკალური წლისათვის და მისი აუდიტის კომიტეტისთვის/სამეთვალყურეო საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა;
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და მისი თანამშრომლების საქმიანობის ეფექტურობის ობიექტურად შეფასების უზრუნველსაყოფად თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა და ჩატარება;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შეფასება მათი შიდა ნორმატიული პროცედურებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიხედვით;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის სებ-ის მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების კონტროლი;
** შიდა კონტროლის მექანიზმების (მათ შორის ავტომატიზებულ ინფორმაციულ სისტემებში, მონაცემთა ბაზებში) ეფექტურობის შეფასება რისკების შემცირებისა და მარეგულირებელი ორგანოს (სებ-ის) მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულების, მიმდინარე პროცესების შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების, პოტენციური რისკების, ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი დროულად აღმოფხვრის კონტროლი; ასევე, ბანკის საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება და მათი დადოკუმენტირება მარეგულირებელი მოთხოვნების, პროფესიული სტანდარტებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** აუდიტის ობიექტურად განხორციელების მიზნით აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა აუდიტის მსვლელობისას ან მისი დამთავრებისას, იმ პირებთან ერთად, რომელთა საქმიანობაც შემოწმდა;
** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის კომიტეტისთვის/სამეთვალყურეო საბჭოსთვის შემაჯამებელი აუდიტორული შემოწმების ანგარიშგების წარდგენა, რომელშიც განხილული იქნება აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია;
** ობიექტური საჭიროების შემთხვევაში სპეციალური აუდიტის ჩატარება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს/ აუდიტის კომიტეტის ან ბანკის დირექტორატის მოთხოვნით;
** საჭიროების მიხედვით, გარე აუდიტორებთან, მარეგულირებელ ორგანოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო/საფინანსო/გარე აუდიტორულ სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** პროცესების/პროცედურების დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის გამოცდილება;
** შიდა კონტროლის/რისკების შეფასების მეთოდოლოგიებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების საფუძვლიანი ცოდნა;

ცოდნა და გამოცდილება:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ACCA-ის სერტიფიკატების ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული გამოწვევების სწრაფად დაძლევის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 თებერვალი 2026 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: შიდა აუდიტორის უფროსი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია