|
დასახელება:
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:
** ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა;
** ბიბლიოთეკის უფლებამოსილებაში შემავალი ფუნქციების განხორციელება;
** ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება და შესაბამისი მითითებების გაცემა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა, რევიზია და შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს უწყვეტობის უზრუნველყოფა, საჭიროებების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კონსულტირება და დახმარების აღმოჩენა;
** ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge და აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2026 წლის 28 თებერვლამდე.
|
|
|
|