Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696661&print=yes&view=jobs
 
სერვის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ტექნიკოსი
მომწოდებელი: კ2
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი შპს "კ2"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე.

"კ2" წამყვანი კომპანიაა სასაწყობე ინდუსტრიის დაგეგმარებისა და ტექნიკით აღჭურვის სფეროში. ძირითადი საქმიანობაა ტოიოტას ბრენდის დამტვირთველების და მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი, რეალიზაცია და შესაბამისი მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პერიოდული ტექნიკური მომსახურების შესრულება მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად
** რთული ტექნიკური გაუმართაობების აღმოჩენა და კაპიტალური რემონტის შესრულება
** ელექტრონული კონტროლერების, სენსორების, უსაფრთხოების სისტემებისა და კოდების დიაგნოსტიკა
** სათადარიგო ნაწილების სწორად შერჩევა, გამოყენება და აღრიცხვა
** შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტირება (სერვის რეპორტები, ნაწილების გამოყენება)
** კლიენტთან ტექნიკური კომუნიკაცია და რეკომენდაციების გაცემა ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის მიზნით
** უსაფრთხოების ნორმებისა და Toyota-ს ტექნიკური სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ცოდნა თეორიულ დონეზე (მექანიკა; ელექტროობა; ჰიდრავლიკა)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სასაწყობე ან სამრეწველო ტექნიკის სერვისში
** ტექნიკური სქემების, wiring diagram-ებისა და service manual-ების წაკითხვის უნარი
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე
** კომპიუტერული უნარები სერვის სისტემებში მუშაობისთვის
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დისციპლინა და სამუშაო სტანდარტების მკაცრი დაცვა
** კომუნიკაციის პროფესიული უნარი კლიენტებთან

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამ ქუთათელაძის ქუჩა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hello@k2.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სერვის ტექნიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია