|
დასახელება:
კომუნიკაციების და მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები (YDG) არის ახალგაზრდული, საგანმანათლებლო და დიპლომატიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია არაფორმალურ განათლებაზე და მიზნად ისახავს:
ვაკანსია: კომუნიკაციების და მარკეტინგის მენეჯერი
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები (YDG) არის ახალგაზრდული, საგანმანათლებლო და დიპლომატიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია არაფორმალურ განათლებაზე და მიზნად ისახავს:
** ახალგაზრდებში საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და გლობალური მოქალაქეობის უნარების განვითარებას;
** Model United Nations (MUN); Model Congress და სხვა საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოს ახალგაზრდების მონაწილეობას;
** ლიდერული და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების გზით;
** საერთაშორისო პარტნიორობასა და კულტურულ გაცვლას ახალგაზრდებს შორის.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სასწავლო კურსებისა და პროგრამების პოპულარიზაცია;
** სოციალური მედიის მართვა და კონტენტის შექმნა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდის პოზიციონირება და იმიჯის განვითარება;
** პარტნიორებთან და მედია პლატფორმებთან თანამშრომლობა;
** ბაზრის ანალიზი და მარკეტინგული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, კომუნიკაცია ან მონათესავე სფერო);
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამებისა და ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** კრეატიული აზროვნება;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: 1, 500-2, 500 GEL / თვე (გამოცდილების მიხედვით);
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და თანამედროვე საოფისე გარემო;
** მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში.
განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით და 2 რეკომენდატორის მითითებით ელ. ფოსტაზე: [contact@diplomats.ge] [contactdiplomats@gmail.com]
სათაურის ველში მიუთითეთ: "კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია".
|
|
|
|