|
დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები (YDG) არის ახალგაზრდული, საგანმანათლებლო და დიპლომატიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია არაფორმალურ განათლებაზე და მიზნად ისახავს:
ადმინისტრაციული მენეჯერი
** ახალგაზრდებში საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და გლობალური მოქალაქეობის უნარების განვითარებას;
** Model United Nations (MUN); Model Congress და სხვა საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოს ახალგაზრდების მონაწილეობას;
** ლიდერული და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების გზით;
** საერთაშორისო პარტნიორობასა და კულტურულ გაცვლას ახალგაზრდებს შორის.
ადმინისტრაციული მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** სასწავლო კურსების ადმინისტრირება (რეგისტრაცია, კომუნიკაცია მონაწილეებთან, გრაფიკების კოორდინაცია);
** სტუდენტებთან, ტრენერებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** დოკუმენტაციის წარმოება, არქივირება და ანგარიშგება;
** შეხვედრების, ღონისძიებებისა და სასწავლო აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადმინისტრირების, განათლების, მენეჯმენტის ან მონათესავე სფეროში);
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საგანმანათლებლო სფეროში (სასურველია);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office / Google Workspace);
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ანაზღაურება: 1, 200-2, 000 GEL / თვე (გამოცდილების მიხედვით);
განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით და 2 რეკომენდატორის მითითებით ელ. ფოსტაზე: [contact@diplomats.ge] [contactdiplomats@gmail.com]
სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიცია".
|
|
|
|