|
დასახელება:
IT ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
abcray
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
პოზიციის დასახელება: IT ანალიტიკოსი.
თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად
მოთხოვნები:
** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა, ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** საინტეგრაციო სერვის-პროტოკოლის დოკუმენტის შემუშავება.
** სერვისების ტესტირებისა და საინტეგრაციო პროცესების ანალიზის მიზნით API ინსტრუმენტებთან და მესიჯ-ბროკერებთან მუშაობა.
** რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობა;
** მონაცემების Machine-Readable ფორმატებთან მუშაობა.
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში დაფიქსირებული ინციდენტების, ბიზნეს მოთხოვნებისა და სერვის მოთხოვნების მართვა და შესრულების მონიტორინგი ITIL & ITSM მიდგომებით.
** Figma-ში სისტემის mock-up-ების აწყობა
** ხელმძღვანელობის სხვა ისეთი დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიდან.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: contact@abcray.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT ანალიტიკოსი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|