Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696629&print=yes&view=jobs
 
შეკვეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: დისქაუნტ დეპო
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა №36
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა;
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური, საბუღალტრო ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@ddepot.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შეკვეთების ოპერატორი".

მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისქაუნთ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისქაუნთ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია