Робота для біженців з України
ტენდერი ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 02 თებერვალი
თანდართული ფაილი: 696615_aversi_clinic_tender_5408569.zip
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს მარნეულში, სულხან-საბას ქუჩა №58-ში მდებარე, კლინიკის მარნეული 2-ის ფილიალის ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

** სპეციფიკაციები მოცემულია #1 დანართში;
** პროექტი მოცემულია #2 დანართში;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #3-ში;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №4;

სამუშაოს შესრულების პირობები:
** პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს კლინიკის შენობაში, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, საჭირო გახდეს მათი წარმოება 18:00 საათის შემდეგაც.
** სასურველია პრეტენდენტები ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** პროექტისა და სპეციფიკაციების შესაბამისად, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები, მიმწოდებელმა კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გამოყენებული მასალის ხარისხზე.
** სამუშაოების შესრულების ვადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 02 თებერვლის, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული პროექტისა და სპეციფიკაციების შესაბამისად) ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების შესრულების ვადა.
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადა;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;

პრეტენდენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.

ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

გიორგი ფაციაშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს სამეურნეო სამსახურის უფროსი ტელ: 577 27 47 44 ელ.ფოსტა: Giorgi.Patsiashvili@aversi.ge;

ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99 ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge

ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions

დანართები იხილეთ მიბმულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე