|
დასახელება:
პროდუქტის მფლობელი - Analytics & Insights
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: Product Owner - Analytics & Insights
ძირითადი ფუნქციები:
პროდუქტის "ინსაითებისა" და ანალიტიკის ჩარჩოს შექმნა და მართვა;
** პროდუქტის ლიდთან/PO-ებთან ერთად ძირითადი KPI-ების და წარმატების მეტრიკების ჩამოყალიბება.
** მეტრიკების განმარტებების დოკუმენტირება (Metrics Dictionary) - ზუსტი ფორმულები, სეგმენტები, მონაცემთა წყაროები და გამოთვლის წესები.
** ანალიტიკური მოთხოვნების (Dashboard requirements) განსაზღვრა და ბექლოგის მართვა Power BI ანალიტიკოსთან თანამშრომლობით.
რეგულარული რეპორტინგი;
** პროდუქტის მაჩვენებლების (performance) ყოველკვირეული რეპორტის მომზადება - ანომალიების იდენტიფიცირება, გეგმის მიმართ
** ყოველთვიური (MPR) ანალიტიკური პაკეტის მომზადება - KPI-ების მიზნებთან შედარება, ტენდენციები, ძირითადი გამომწვევები, რეკომენდაციები.
** ახალი ფუნქციონალის/რელიზების შემდგომი მონიტორინგი - 7/30/60/90 დღიანი adoption/funnel/activity/quality ჭრილში.
** Ad-hoc ანალიზის მომზადება პროდუქტების ლიდის ან PO-ების მოთხოვნით.
** Power BI დეშბორდების ვალიდაცია/QA.
ბაზრისა და კონკურენტების კვლევა (Desk Research) და ინსაითების მიწოდება;
** კონკურენტების პროდუქტების/ტარიფების/პროცესების რეგულარული მონიტორინგი (ფუნქციონალი, ფასები/საკომისიო, ლიმიტები, UX, შეთავაზებები).
** საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების/საუკეთესო პრაქტიკების კვლევების მომზადება.
მომხმარებლის ხმა - კონტაქტ ცენტრის უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** მომართვიანობის ძირითადი მიზეზების (Top contact drivers) კატეგორიზაცია, ტრენდების მონიტორინგი, PO-ებთან ესკალაცია.
ცოდნა და გამოცდილება:
** პროდუქტების/პროცესების ანალიტიკის, რეპორტინგის ან ბაზრის კვლევის 1-3 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო ან ფინტექ გამოცდილება (სასურველია);
** Power BI, Tableua ან სხვა მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 თებერვალი 2026.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: Product Owner - Analytics & Insights.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|