|
დასახელება:
HVAC სისტემების ტექნიკური სერვისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეიჩ ეიჩ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 თებერვალი
|
"Hisense HVAC"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "HH Georgia", ეძებს ენთუზიასტ, ორგანიზებულ და ენერგიულ გუნდის წევრს ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
"HH Georgia" უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს "Hisense-Hitachi"-ის პრემიუმ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებს, კერძოდ - VRF/VRV, Chiller, FanCoil, AHU. კომპანია ძირითადად მუშაობს B2B მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ქართულ საინჟინრო სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან, რითაც ქმნის პროფესიონალურ, პარტნიორულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ვებგვერდი: https://www.hisensehvac.com/
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 18:00 (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: 3000 ლარიდან ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** Hisense HVAC-ის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა:
- VRF / VRV სისტემები
- Chiller
- Fan Coil
- AHU (Air Handling Unit)
** პირველად გაშვებამდე სისტემების შემოწმება/რევიზირება ჩეკლისტების მიხედვით
** სისტემების პირველადი გაშვება და საგარანტიო პირობებზე თანხვედრის დადასტურება
** დანადგარების დიაგნოსტიკა, ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება და შეკეთება
** დეტალებისა და კომპონენტების შეცვლა / აღდგენა
** ელექტრონული სისტემების და დედა პლატების წაკითხვა / ანალიზი
** შესრულებული სამუშაოების ტექნიკური რეპორტინგი
** სერვისის რეესტრის წარმოება და განახლება
** სათადარიგო ნაწილების მარაგის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების შეკვეთის მომზადება
** თანამშრომლობა საინჟინრო და მონტაჟის გუნდებთან
** კლიენტებთან ტექნიკური კომუნიკაცია ადგილზე
** მონაწილეობა ტექნიკურ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაში:
- საქართველოში
- საზღვარგარეთ (მათ შორის ჩინეთში, Hisense-ის საწარმოებში)
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HVAC სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა (გათბობა, გაგრილება, კონდიცირება)
** პრაქტიკული გამოცდილება:
- VRF / VRV
- Chiller
- Fan Coil
- AHU
** სამაცივრე დანადგარებთან და მაცივარ აგენტებთან მუშაობის გამოცდილება
** ელექტრობის ცოდნა
** ელექტრონული მართვის სისტემებისა და დედა პლატების წაკითხვის უნარი
** საინჟინრო კომუნიკაციების მიმართულებით ტექნიკური და სერვისის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ტექნიკური კომუნიკაციის დონეზე)
მნიშვნელოვანია:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალ დონეზე ორგანიზებულობა
** განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა
** ინიციატივების ქონა და საკითხების განვითარება-გაუმჯობესებაზე ხედვების გაზიარება ხელმძღვანელებთან
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდთან
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს
** საერთაშორისო ტრენინგებს და სერტიფიცირებას
** ტექნიკურ განვითარებას თანამედროვე HVAC ტექნოლოგიებში
** დინამიკურ და პროფესიონალურ გუნდს
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე:
info@hisense-hvac.ge
Subject-ში მიუთითეთ: HVAC სისტემების ტექნიკური სერვისის მენეჯერი
რეზიუმეს გადმოგზავნა შეგიძლიათ 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
შემოუერთდით Hisense HVAC-ის გუნდს და გახდით საერთაშორისო ბრენდის განვითარების ნაწილი საქართველოში!
|
|
|
|