|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - B2B
|
| მომწოდებელი:
ეიჩ ეიჩ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 თებერვალი
|
"Hisense HVAC"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "HH Georgia", ეძებს ენთუზიასტ, ორგანიზებულ და ენერგიულ გუნდის წევრს ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
"HH Georgia" უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს "Hisense-Hitachi"-ის პრემიუმ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებს, კერძოდ - VRF/VRV, Chiller, FanCoil, AHU. კომპანია ძირითადად მუშაობს B2B მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ქართულ საინჟინრო სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან, რითაც ქმნის პროფესიონალურ, პარტნიორულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ვებგვერდი: https://www.hisensehvac.com/
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 18:00 (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (ფიქსირებული ხელფასი) + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** Hisense HVAC-ის პროდუქციის აქტიური B2B გაყიდვები
** თანამშრომლობა საინჟინრო, სამშენებლო და პროექტირების კომპანიებთან
** პოტენციური და არსებული პარტნიორების მოძიება და განვითარება
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება, ანალიზი და განვითარება
** კლიენტებთან შეხვედრები და ადგილზე ვიზიტები
** გაყიდვები და კომუნიკაცია ტელეფონისა და ელფოსტის საშუალებით
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე პასუხისმგებლობა
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება
** შოურუმში პროდუქციის პრეზენტაციებში მონაწილეობა
** გაყიდვების პროცესის ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში და მათი რეპორტინგი
** მონაწილეობა გამოფენებში, ტრენინგებში და პროფესიულ სწავლებებში:
- საქართველოში
- საზღვარგარეთ (მათ შორის ჩინეთში, Hisense-ის საწარმოებში)
** კომპანიის შიდა გუნდთან და პარტნიორებთან აქტიური კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან გაყიდვების მიმართულებით.
** გაყიდვების მენეჯერის ან B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება საინჟინრო კომუნიკაციების სფეროში (გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის სავალდებულო გამოცდილება - 1C ან Balance
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა B2+
** გამართული წერის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** პრეზენტაბელური გარეგნობა და პროფესიონალური ქცევა
** შედეგზე, განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებულობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
მნიშვნელოვანია:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალ დონეზე ორგანიზებულობა
** განვითარების სურვილი და ამბიციურობა
** ინიციატივების ქონა და საკითხების განვითარება-გაუმჯობესებაზე ხედვების გაზიარება ხელმძღვანელებთან
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდში
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს
** საერთაშორისო ტრენინგებსა და გამოცდილებას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** დინამიკურ და პროფესიონალურ გუნდს
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე:
info@hisense-hvac.ge
Subject-ში მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი (HVAC მიმართულება)
რეზიუმეს გადმოგზავნა შეგიძლიათ 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
შემოუერთდით Hisense HVAC-ის გუნდს და გახდით საერთაშორისო ბრენდის განვითარების ნაწილი საქართველოში!
|
|
|
|