|
დასახელება:
ელკომერციის პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 25 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ელკომერციის პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, დადიანის ქ. N7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
სამუშაო ფუნქციები და მოვალეობები:
** ელკომერციის პარტნიორების მიმართულების საოპერაციო მართვა და კოორდინაცია;
** პარტნიორებთან თანამშრომლობის ფინანსური დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და განვითარება;
** კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია და პროცესების მართვა ფუნქციური საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ახალი ინიციატივებისა და სიახლეების დანერგვა;
** მიმართულების სტრატეგიული და საოპერაციო განვითარების ხელშეწყობა;
** ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, გაყიდვების ან მსგავს სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და საოპერაციო მართვის გამოცდილება;
** Glovo / Wolt-ისან მსგავს პლატფორმებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ონლაინ მაღაზიებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ელკომერციის ან Q-commerce-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის მიმართულებით გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ის პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის კარგი უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ელ-კომერციისა და Q-commerce-ის მუშაობის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გაწონასწორებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 2 506 506 (შიდანომერი 1576)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.02.2026 წელი
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.
დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/0R9LF5dbE2
|
|
|
|