Робота для біженців з України
ელექტრონული კომერციის შეკვეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონული კომერციის შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / ბოლო ვადა: 11 თებერვალი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ფორმატი: საოფისე (ადგილზე)
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, დადიანის ქ. №7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ელექტრონული კომერციის შეკვეთების დამუშავება და მართვა დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ინფორმირებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
** შეკვეთების დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** ეფექტური თანამშრომლობა გუნდის წევრებთან, ქოლცენტრთან, საინფორმაციო და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** უშუალო ხელმძღვანელისა და შიდა ინსტრუქციებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და გაწონასწორებულობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 2 506 506 (შიდა ნომერი - 1576)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11.02.2026 წელი

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-ისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/cCgOOSCz2P
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე