|
დასახელება:
სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 108;
ანაზღაურება 500 ლარი ნეტი;
გრაფიკი შეთანხმებით;
სტაჟირების ვადა 3-6 თვე;
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა;
** გაყიდვების მენეჯერების დახმარება მიმდინარე პროცესებში;
** ფასების, პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება.
** სატელეფონო ზარების განხორციელება სკრიპტის მიხედვით (სასწავლო მიზნებით);
** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, );
** უმაღლესი განათლება;
** ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად (მეტყველება და წერილობითი კომუნიკაცია);
** ინგლისური სასურველია საბაზისო ან საშუალო დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
როგორ შევიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: სტაჟიორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 23 თებერვალი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|