Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია 13 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის #108;
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება კვირაში 1 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + ბონუსი;
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეკვეთა, მომზადება და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა;
** მიღებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა;
** საწყობში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება და დროული გაცემის უზრუნველყოფა;
** მიღებულ პროდუქციაში დეფექტური ან წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში (აღწერაში) მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საწყობში არსებული პროდუქციის სიფრთხილითა და უსაფრთხოების წესების დაცვით გადაადგილება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება; გათბობა - გაგრილების სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა;

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 23 თებერვალი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე