Робота для біженців з України
ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"ორკინი საქართველო" — საქართველოს მასშტაბით წამყვანი და სანდო ბრენდი კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში — გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტის პოზიციაზე (საცხოვრისის მიმართულებით).

"ორკინი საქართველო" (შპს "სამომხმარებლო მომსახურება") წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს - რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ახორციელებს დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექციის მომსახურებას.

საქართველოში კომპანია საქმიანობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ემსახურება კვებისა და სასმლის წარმოების ობიექტებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, საავადმყოფოებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, საწყობებს, კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებას, უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხსა და ოპერაციულ ეფექტიანობას.

პირობები და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით

სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობა:

** არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის მართვა, შემოსულ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** დაგეგმილი ვიზიტების კოორდინაცია, წინასწარი შეთანხმება, შეხსენება და ტექნიკოსების მარშრუტების დაგეგმვა
** დამკვეთების საჭიროებების მოსმენა, რეკომენდაციების გაცემა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება
** კომუნიკაციის წარმოება ტელეფონით, ელფოსტით, მესიჯით, WhatsApp-ით და ზეპირად
** ინსპექციის შემდეგ უკუკავშირი დამკვეთთან, მონახაზის გაცნობა, შეთავაზების გაზიარება და მომსახურების დაგეგმვა
** მომსახურების დეტალების ასახვა და მართვა CRM პროგრამაში, მონაცემების სიზუსტის კონტროლი
** გაყიდვების რეესტრის წარმოება, დამოუკიდებელი ფაილების მართვა (ხელშეკრულებები, პროგნოზები) და მონაცემთა ანალიზი
** კომპანიის მიმდინარე საკითხებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სასურველია MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Excel, Outlook ცოდნა.

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
** კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და შეეძლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში და ამოცანები შეასრულოს დადგენილ ვადებში.
** მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე