|
დასახელება:
IT სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ლაივ საფორთი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"Livesupport" არის IT სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროვაიდერი, რომელიც 10 წელია, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებს სთავაზობს სრულმასშტაბიან IT მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მართვასა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს.
გაიგე უფრო მეტი ჩვენზე: https://livesupport.ge/
პოზიციის დასახელება - IT სპეციალისტი
ძირითადი საქმიანობა:
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა
** აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მოვლა
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია/გამართვა
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის და პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნა (Microsoft Windows)
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე
** აუცილებელია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ნებისმიერი სერთიფიკატი IT მიმართულებით (მაგ., CompTIA, Microsoft Certified IT Professional) ჩაითვლება უპირატესობად.
** პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის კარგი უნარები
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
შრომითი ურთიერთობების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და ცოდნის შესაბამისად.
თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და იმეილის სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "IT სპეციალისტი``.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია LiveSupport-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|