|
დასახელება:
კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
|
| მომწოდებელი:
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
"საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი" ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს კონკურს.
კონკურსის მიზანია: კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო, გურია
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: კონკურსის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია) გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
დაფინანსების პირობები და მასშტაბი
** პროფესიული ტრენინგის ღირებულებას და ტრენინგთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია
** ტრენინგის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე, არჩეული კურსის მიხედვით
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/e79zpJneVb4mmVJJ7 ან QR კოდზე:
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი:
** განაცხადებს განიხილავს შეფასების კომიტეტი
** დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება კრიტერიუმების და ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისად
** შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებელია მოეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა
პროექტის თანამშრომლები შესაბამის რეგიონულ ოფისებში მზად არიან დაეხმარონ აპლიკანტებს ონლაინ განაცხადის ფორმის შევსებაში:
აჭარის და გურიის რეგიონი: მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 127. საკონტაქტო პირი: ნინო ირემაძე 591 10 33 05
სამეგრელოს და გურიის რეგიონი: მისამართი: ქ. ზუგდიდი: ივლიანე თოდუას ქ. 7. საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია 591 10 33 16
წარმოდგენის ბოლო ვადა:
განაცხადები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2026 წლის 13 თებერვლისა. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
|
|
|
|