Робота для біженців з України
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
ვინ ვართ ჩვენ:

"Webapp" არის მულტიბრენდული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას ბიზნესებისთვის. ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები უზრუნველყოფს ოპერაციების ეფექტიან მართვას, მომხმარებელთან ურთიერთობასა და გაყიდვების პროცესების გაუმჯობესებას.

დღეისათვის Webapp უკვე საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს რამდენიმე ბრენდთან ერთდროულად და შეძლებს თითოეული ბრენდისთვის ინდივიდუალური მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებისთვის ინდივიდუალური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** სხვადასხვა ბრენდისთვის ცალკეული კამპანიებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
** ფასიანი სარეკლამო კამპანიების (Meta, Google, YouTube და სხვა არხები) დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** კამპანიების ეფექტიანობის მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
** მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი სხვადასხვა ბრენდის ჭრილში;
** ციფრული არხების (Facebook, Instagram, Google, Email Marketing და სხვ.) ყოველდღიური მართვა;
** მიზნობრივი აუდიტორიების კვლევა და შესაბამისი კომუნიკაციის დაგეგმვა;
** SEO და Google Ads კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
** სოციალური მედიის აქტივობების დაგეგმვა კონტენტ კრეატორებთან და სოც. მედიის მენეჯერთან ერთად;
** კონტენტ კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობა და კამპანიებთან სინქრონიზაცია;
** ტექსტური, საპრეზენტაციო და სარეკლამო მასალების შექმნის პროცესის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება;
** დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და სხვა გუნდებთან თანამშრომლობა, ბრიფების მომზადება და განთავსების პროცესის ზედამხედველობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
** Meta Business Suite, Ads Manager და Google Analytics-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** გამოცდილება რამდენიმე კამპანიისა და ბრენდის ერთდროულ მართვაში;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** კრეატიული მიდგომა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარი;
** ქართული ენის გამართულად ფლობა;
** ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონე.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით SaaS პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება;
** SEO-სა და Google Ads-ის პრაქტიკული ცოდნა;
** მულტიბრენდულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №57.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 21 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე