Робота для біженців з України
დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: რუსთავოილი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სს "რუსთავოილი" აცხადებს ვაკანსიას, დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ცვლაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიის დათვალიერება, საკეტების შემოწმება, სამეთვალყურეო კამერების, განათების, ხელის რადიოსადგურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მორიგეობის ჩაბარება, სათანადო ჩანაწერის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში ჩანაწერის გაკეთება, ამის შესახებ მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** დასაცავი ობიქტის ტერიტორიის მონიტორინგი, ელექტროდამცავი და სამეთვალყურეო კამერების მუშაობის მონიტორინგი
** ობიექტის ქონების დაზიანებისგან, ძარცვისგან და ხანძრისგან დაცვა, პერიოდულად, არაუგვიანეს 2 საათში ერთხელ, ტერიტორიის დათვალიერება.
** სამუშაო საათების დამთავრებისას ობიექტის ტერიტორიის დათვალიერება ელექტროგანათების სრული გამორთვით
** ფანჯრების, კარებების, ან საკეტების დაზიანების ან ობიექტის ტერიტორიაზე უცხო პირის შეღწევისას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას და პოლიციას, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიიღოს ზომები დასაცავ ობიექტზე შეღწეული პირის დასაკავებლად
** ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ობიექტის ტერიტორიაზე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას, სახანძრო სამსახურს, პოლიციას
** უსაფრთხოების მიზნით ობიექტის გარე და შიდა განათების მუშაობისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად
** მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრისა და აალების შემთხვევებს
** პროდუქციის გატანამდე დაცვის თანამშრომელი ვალდებულია აწონოს პროდუქცია და აღნიშნოს/აღრიცხოს შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** ცვლადი სამუშაო გრაფიკი, 4 დღეში ერთხელ
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დასაქმების ადგილი: ქ. რუსთავი, რუსთავის სამრეწველო ზონა, მშვიდობის ქუჩის მიმდებარებად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavoil.com

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.rustavoil.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე