|
დასახელება:
სერვისის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კია საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო", ეძებს გუნდის ახალ წევრს, სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #84
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება, პირველადი კონსულტაციის გაწევა, დარეგისტრირება და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
** ავტომობილების შეყვანა დარეგისტრირებულ მომსახურებაზე;
** მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის ვიზიტის დროს რეგლამენტირებული სამუშაოების კოორდინირება და მართვა;
** სერვისის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია;
** შემოსული ვიზიტორების სწორი გადანაწილება შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური რეპორტის შექმნა/ ჩაბარება (სერვისისა და შეცვლილი ნაწილების შესახებ);
** მომხმარებელთან უკუკავშირი სერვისის დასრულების შემდგომ;
** მომხმარებლის დამოკიდებულებების, მათი უკუკავშირის შესახებ სერვისის ხელმძღვანელების ინფორმირება;
** სერვისის ფასების კალკულაცია, მომხმარებლების ინფორმირება ფასებთან დაკავშირებით;
** რეალიზაციებზე პროგრამაში მომსახურებისა და ნაწილების გაწერა და გატარება;
** საწყობიდან ნაწილების აღრიცხვის შემდეგ, რეალიზაციების დახურვა, რეალიზაციის საბოლოო ავტორიზაცია;
** საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა, მიმდინარე და რეგლამენტირებული ნაწილების მარაგების გადამოწმება;
** უსაფრთხოების, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტომობილის რეგისტრაცია სააღრიცხვო პროგრამაში, ინსტრუქციით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება;
პოზიციის მოთხოვნები:
** სასურველია ავტოინდუსტრიაში/ ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;;
** ავტო-ტექმომსახურების სერვისი;
** MC office;
კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge.
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21.02.2026 წ.
"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|