Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კია საქართველო
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო", ეძებს გუნდის ახალ წევრს, საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,
შაბათი: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** მარაგების კონტროლი და ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა;
** შეკვეთის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციის რეგულარული ჩატარება და სხვაობების აღმოჩენა/ანგარიშგება;
** მარაგების სიზუსტისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების შენახვის პირობების კონტროლი;
** უსაფრთხოების, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ფიზიკური და მატერიალური რესურსების ეფექტური განაწილება;
** პრობლემურ საკითხებზე რეაგირება, გადაჭრის გზების მოძიება;
** საწყობის მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება და კონტროლი;
** მწარმოებლის ავტორიზებულ კატალოგებთან და სახელმძღვანელოებთან მუშაობა;
** წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან;
** სერვისის განვითარებაზე ზრუნვა, რეკომენდაციების შემუშავება, ინიციატივის გამოჩენა;
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები);
** საწყობის გუნდის მართვა და კონტროლი, მათი ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** დადგენილი წესებისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული ბრძანებების შესაბამისად მუშაობა;
** უსაფრთხოების, ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

პოზიციის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, ბიზნესის, ინჟინერიის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში, უპირატესად საავტომობილო ინდუსტრიაში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სათადარიგო ნაწილების/საავტომობილო სფეროს სპეციფიკის ცოდნა;
** მარაგების მართვის, ლოჯისტიკისა და საწყობის ოპერაციების ცოდნა.
** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21.02.2026 წ.

"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე