Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კია საქართველო
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო", ეძებს გუნდის ახალ წევრს, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი, 10:00-16:00
ანაზღაურება: 1200-1500 (ნეტ) ლარი. 1000 ლარი ფიქსირებული + საბონუსე ანაზღაურება.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** გადახდების პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატში თანხის გატარება;
** სალაროს დღიური ანგარიშის წარმოება;
** მომხმარებლის რეგისტრაცია;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ჯავშნების პროცესში დახმარება;
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტებით;
** სერვისის კონსულტანტთან, საწყობის მენეჯერთან, სერვის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
** მომხმარებელთან სატელეფონო უკუკავშირის უზრუნველყოფა სერვისის დასრულების შემდგომ;
** ყოველი დღის ბოლოს გატარებების და გადახდების მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ავტომანქანის მახასიათებლების ცოდნა;
** MC office- ის ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** კოლეგიალურობა
** კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21.02.2026 წ.

"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე