|
დასახელება:
1C სააღრიცხვო სისტემის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
კია საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო", ეძებს გუნდის ახალ წევრს, 1C სააღრიცხვო სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #84.
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** 1C მონაცემთა ბაზების კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების, უწყვეტი, შეუფერხებელი და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზებზე სისტემატიური მუშობა, ტესტირება, შესწორება, დახვეწა, მეტი ფუნქციონალურობის შეძენა მოთხოვნის მიხედვით;
** მომხმარებლების დამატება, დაბლოკვა და მათთვის შესაბამისი უფლებების მინიჭება, აღრიცხვის პროგრამასთან სამუშაოდ;
** მონაცემთა ბაზების არსებული კონფიგურაციის შედარება ახალ რელიზებთან და მათი განახლება-კონფიგურირება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** პროგრამული ინფორმაციის (ნაშთები, რეალიზაცია, შესყიდვები) შედარება ბუღალტერიასთან;
** პროგრამაში აღრიცხული ინფორმაციის სისწორის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** 1C პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** სააღრიცხვო სისტემის მაღალ დონეზე 1C-ის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
სხვა მოთხოვნები:
** ინტერპერსონალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ნეთვორქინგი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** გასაუბრების პირველი ეტაპი;
** გასაუბრების მეორე ეტაპი;
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge.
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის სპეცილისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 21.02.2026 წ.
"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|