Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი/სტაჟიორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
საერთაშორისო მოსამზადებელი ცენტრი "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლების პოზიციაზე, სამომავლო და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით.

ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია მაღალი აკადემიური სტანდარტების, თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და საერთაშორისო გამოცდების შედეგზე ორიენტირებული მომზადების უზრუნველყოფაზე. ამ მიზნიდან გამომდინარე, ვეძებთ როგორც გამოცდილ პროფესიონალებს, ასევე მოტივირებულ დამწყებ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან პროფესიული განვითარებისათვის.

გამოცდილი პედაგოგებისთვის:

ვეძებთ ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ან კომპეტენცია შემდეგი საერთაშორისო პროგრამებისა და გამოცდების მომზადებაში:

** TOEFL
** SAT
** CAT
** სხვა საერთაშორისო საგამოცდო მიმართულებები

გამოცდილ პედაგოგებს ვთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და სამომავლო ზრდაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის N30.
გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დამწყები პედაგოგებისა და სტაჟიორებისთვის:

თუ ჯერ არ გაქვთ საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა ფლობთ ინგლისურ ენას და გაქვთ სწავლების სურვილი, ცენტრი გთავაზობთ:

** ადგილზე გადამზადებას გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით
** თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიების შესწავლას
** პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას რეალურ საგაკვეთილო გარემოში
** პროფესიული უნარების გაძლიერებას და განვითარების პერსპექტივას

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ, გსურთ:

** სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა
** ინგლისური ენის პედაგოგად დასაქმება

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, განვითარებაზე ორიენტირებულ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომელთათვისაც სწავლება პროფესიული მოწოდებაა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge.

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 21 თებერვლამდე.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე