|
დასახელება:
B2B Pricing სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დილა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"დილა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას B2B Pricing Specialist-ის პოზიციაზე.
კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს საქართველოს, სასომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულთნიშანის 11.
ანაზღაურება: 1600-1900 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** B2B პარტნიორებისთვის ტურისტული პაკეტების კალკულაცია, ფასწარმოქმნა და ბიუჯეტირება;
** მომწოდებლებთან (სასტუმროები, რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები) აქტიური კომუნიკაცია და საუკეთესო ტარიფების მოპოვება/მოლაპარაკება;
** პარტნიორი კომპანიებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური ფასების შეთავაზებების მომზადება;
** ტურისტული პროდუქტების თვითღირებულების მუდმივი მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების და ფინანსურ დეპარტამენტებთან ფასების სიზუსტისა და მომგებიანობის უზრუნველსაყოფად;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა და ახალი, კონკურენტუნარიანი პარტნიორების მოძიება.
საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ვერბალური);
** ციფრებთან მუშაობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულებთან და მონაცემებთან მუშაობა);
** საქართველოს ტურისტული ბაზრისა და ლოკაციების კარგი ცოდნა;
** ძლიერი მოლაპარაკების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ოპერაციებში, გაყიდვებში ან ფასწარმოქმნაში) ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
** გუნდური აქტივობები და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@dilaplus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: B2B Pricing Specialist.
|
|
|
|