Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696363&print=yes&view=jobs
 
აქტივ-პასივების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას აქტივ-პასივების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი
განყოფილება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმიზაცია მომგებიანობის, სტაბილურობისა და ზრდის მხარდასაჭერად;
** ლიკვიდობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და სტრესტესტირების ზედამხედველობა ნორმალურ და სტრესულ პირობებში;
** შიდა ლიკვიდობის ლიმიტებისა და საზედამხედველო კოეფიციენტების დაცვის უზრუნველყოფა;
** დაფინანსების სტრატეგიის მხარდაჭრა, მათ შორის დეპოზიტებისა და სესხების ფასწარმოქმნა;
** ბალანსის სტრუქტურასა და მოგებაზე ბაზრის განვითარების გავლენის შეფასება;
** მასალების, ანალიზის, ანგარიშგებებისა და რეკომენდაციების მომზადება აქტივ-პასივების მართვის კომიტეტისთვის;
** აქტივ-პასივების მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებების დროული შესრულების მონიტორინგი;
** ბალანსის პროგნოზების, ლიკვიდობის პროგნოზებისა და სცენარების ანალიზის ხელმძღვანელობა;
** ბიუჯეტირებაში, ICAAP/ILAAP პროცესებსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ბანკის შიდა ანგარიშგებების წარმოება/შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.

განათლება:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

** VBA, Power BI-ს ცოდნა;
** CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.

უნარები:

სავალდებულო:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.

თვისებები:

სავალდებულო:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 23 თებერვალი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია