|
დასახელება:
ტერმინალის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კაუკასუს აუტო
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"კაუკასუს აუტო" 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" ტერმინალის ოპერატორს ვეძებთ
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ლოკაცია: ავჭალა
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომანქანის მიღება და პირველადი ვიზუალური/ტექნიკური კონტროლი
** ავტომანქანების სრული დასურათება შიდა სტანდარტების შესაბამისად
** ავტომანქანების აღრიცხვა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლი სისტემაში
** მომხმარებელთა მომსახურება და კონსულტაცია
** შიდა კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან
** უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (მონაცემების შეყვანა, პროგრამებთან მუშაობა)
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობისა და კოორდინაციის უნარი
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/3QKq
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!
|
|
|
|