|
დასახელება:
ფინანსური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის განყ. მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.
განყოფილება: ფინანსური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ფინანსური დირექტორის ვერტიკალში არსებული სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა ფინანსური ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროგრამებში, მათ შორის მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციის ინიციატივებში;
** ფინანსური დირექტორის ვერტიკალში არსებული პროექტების პორტფელის ფარგლებში ფინანსური და სტრატეგიული პროექტების მართვაში მონაწილეობა;
** პროექტების დაგეგმვის, ბიუჯეტირების, რესურსების განაწილებისა და პროგრესის მონიტორინგის კოორდინაციაში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას დროული შესრულება;
** ფინანსური ვერტიკალის ინიციატივებთან დაკავშირებით პროექტის მართვის ჩარჩოების, შაბლონებისა და ანგარიშგების სტანდარტების შემუშავებასა და წარმოებაში მონაწილეობა;
** ფინანსურ დირექტორთან და ბანკის დირექტორატთან ანგარიშგებისთვის აუცილებელი პროექტის მართვის დეშბორდის წარმოებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში
განათლება:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
** Power BI-ს ცოდნა;
** CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.
უნარები:
სავალდებულო:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 23 თებერვალი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
|
|
|
|