Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696255&print=yes&view=jobs
 
HR პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
თანდართული ფაილი: 696255_2026___Application_Form_GE__3__4089448.zip
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას HR პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვაკანსიის ხანგრძლივობა: - 1 დან 2 წლამდე Sap SF დანერგვის პერიოდი

ძირითადი მოვალეობები:

** SAP SuccessFactors-ის დანერგვის, გაუმჯობესების პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი (პროექტის scope-ის, timeline-ის, ბიუჯეტის და რესურსების მართვა; პროექტის რისკების იდენტიფიცირება და ცვლილებების მართვა; პროექტის სტატუსის რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; SAP SuccessFactors მოდულების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის: კონფიგურაციისა და ტესტირებების კოორდინაცია; გარე ვენდორებთან და შიდა IT გუნდთან თანამშრომლობა);
** დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) თანამშრომლობა;
** ხარისხის კონტროლი, ტესტირება და აუდიტი; (მონაწილეობა მიიღოს HRIS სისტემების ტესტირებაში (UAT) და მონაცემთა ვალიდაციაში. მხარი დაუჭიროს მონაცემთა სიზუსტის, სრულყოფილებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას. ჩაერთოს HR პროცესებისა და სისტემების შიდა აუდიტებში და გაუმჯობესებების იდენტიფიცირებაში);
** HRIS ანალიზი და უწყვეტი განვითარება;
** მონაცემთა მიგრაცია (Data Migration) (ითანამშრომლოს პროექტის გუნდთან HR მონაცემების არსებული HR სისტემებიდან SAP SuccessFactors-ში მიგრაციის პროცესში; მხარი დაუჭიროს მონაცემთა დაკავშირებას (data mapping), მიგრაციამდე და მიგრაციის შემდეგ; უზრუნველყოს მონაცემების სიზუსტე, მთლიანობა და შესაბამისობა მიგრაციის პროცესის განმავლობაში; მონაწილეობა მიიღოს სატესტო მიგრაციებსა და შედეგების შეფასებაში);
** მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ადამიანური რესურსების მართვა; ბიზნეს ადმინისტრირება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; მენეჯმენტი ან მონათესავე სფერო;
** HRIS იმპლემენტაციის ან მხარდაჭერის გამოცდილება;
** სისტემური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოთხოვნების ანალიზისა და პროცესების აღწერის უნარი;
** მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება (Excel, HR მონაცემების ანალიზი);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი კონსულტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციისა და მარტივად ათვისების უნარი;

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** სატელეფონო ლიმიტს;
** კვება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - HR პროექტების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია