Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696252&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Nabuna
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
კომპანია NABUNA არის საცალო და საბითუმო მოვაჭრე, რომელიც სპეციალიზდება დეკორაციებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში. ბრენდი აერთიანებს ხარისხს, გემოვნებასა და ინტერიერისადმი უნიკალურ ხედვას, სადაც თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/NabunaOfficial/

კომპანია NABUNA აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან ბუნებრივი კომუნიკაცია, ამჩნევს დეტალებს და პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაო გარემოს.
აღნიშნული პოზიციის როლი NABUNA-ში გულისხმობს მომხმარებელთან თბილ კომუნიკაციას, პროდუქტის სწორად შეთავაზებას და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების დაცვას.

ადგილმდებარეობა: თბილისი / ლილო მოლი
გრაფიკი: კვირაში 6 დღე (08:30 - 16:30)
ანაზღაურება: 1400 ლარი (+ წლიური ბონუსი 1500ლ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭიროების გაგება - გემოვნებისა და სტილის გათვალისწინებით;
** პროდუქტის შეთავაზება და რეკომენდაცია NABUNA-ს სტანდარტით;
** მაღაზიაში წარმოდგენილი დეკორაციებისა და პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება და ვიზუალური წესრიგის შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - მომხმარებლის მიღებიდან სალარომდე;
** მაღაზიის სისუფთავესა და ესთეტიკურ გარემოზე ზრუნვა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და NABUNA-ს საერთო სტილის დაცვა.

ვაკანსია განკუთვნილია მათთვის, ვინც:

** გამოირჩევა მომხმარებელთან მშვიდი და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ საქმეს;
** ამჩნევს მცირე დეტალებს და უყვარს წესრიგი;
** ზრუნავს იმაზე, რომ მაღაზიაში მოსვლა მომხმარებლისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყოს;
** სწრაფად ერგება სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info.nabuna@gmail.com ან დაგვიკავშირდით კომპანიის Facebook/Instagram გვერდზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია