|
დასახელება:
ექიმი რეპროდუქტოლოგი
|
| მომწოდებელი:
ბეტაპრინტი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"ბეტა პლიუს ფერტილიტი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი რეპროდუქტოლოგის პოზიციაზე.
"ბეტა პლიუსი" არის ერთადერთი ევროპული კლინიკა საქართველოში, რომელიც უშვილო წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება.
კლინიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე: http://www.betaplusfertility.com
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი/ლიცენზია;
** MS Office - ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების დროული მიღება, პაციენტის კონსულტაციისთვის გათვალისწინებული შესაბამისი რეგლამენტის გათვალისწინებით;
** დიაგნოზის დასმა, დიაგნოზის დასასმელად საჭირო კვლევებზე პაციენტის გადამისამართება, შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
** ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული პროცედურების (ასპირაცია, ემბრიოტრანსფერი, ინსემინაცია) ჩატარება/კონტროლი;
** უზრუნველყოფა, რომ პაციენტებმა მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება;
** ჯანდაცვის ყველა რეგულაციისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა კლინიკაში;
** დირექტორთან მუდმივ კოორდინაციაში მუშაობა სამუშაო პროცესის უწყვეტობისა და კლინიკური სერვისების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად;
** რიგის მართვის სისტემის ადეკვატური გამოყენება/მართვა;
** პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კრიტიკული სიტუაციების მართვაში ჩართულობა;
** პაციენტებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
** პაციენტების პროცედურების შესახებ ინფორმაციის შესაბამის ფაილებში/დოკუმენტაციებში დროული ჩაწერა;
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის წარმოების კონტროლი;
** მკურნალი ექიმის ცვლილების შემთხვევაში, ისტორიის გადმობარება სხვა ექიმისგან;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პაციენტზე ორიენტირებული
** შედეგზე ორიენტირებული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო, 0179, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplussurrogacy.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|