Робота для біженців з України
ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვაიზერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.diplomatholding.com.ge

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მენეჯერის მოვალეობების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
** საკუთარი ავტომანქანა და მართვის მოწმობა;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობა:

** გუნდის მართვა და მოტივაცია
** ანალიტიკა და მოტივაცია
** ოპერაციული და ლოჯისტიკური კონტროლი
** ბიზნესის განვითარება

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით - 09:00-18:00 საათამდე.
** პროფესიული და კარიერული ზრდა.
** მობილური ტელეფონის ხარჯის კომპენსაცია.
** საწვავი - ხარჯის კომპენსაცია;
** ანაზღაურება

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: giorgi.grigalashvili@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე