Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: სიტა
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
კომპანია "სიტა" 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.

სიტა აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
** პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქციები:

** საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
** არქიტექტურული ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია;
** პროექტის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების უწყისის შედგენა;
** კონსულტაციების მიღება პროექტის მონაწილე სხვა დისციპლინების სპეციალისტებისგან;
** საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება;
** არქიტექტურული ობიექტის ესკიზური პროექტის საფუძველზე სამუშაო პროექტის ნახაზის შესრულება;
** არქიტექტურულ ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
** რეპორტების მომზადება;
** რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი;

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული);
** საკომუნიკაციო ინგლისური ენა (მინ. B1);
** ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** Revit ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@tempoholding.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე