|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
აპექს დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** პერსონალისთვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინსტრუქტაჟების, ტრენინგების და სწავლებების ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, MS Office-ის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. (ორშაბათი-შაბათი / 9:00 - 18:00 საათი);
** თბილისის მასშტაბით სამშენებლო ობიექტებს შორის გადაადგილება საკუთარი ავტომობილით;
** ანაზღაურება - 2 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@apexd.ge გთხოვთ, CV-ს გამოგზავნისას "საგანში" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "შრომის უსაფრთხოების ოფიცერი".
|
|
|
|