|
დასახელება:
მიმტანი - კაზინო
|
| მომწოდებელი:
Royal Tulip Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (კაზინო) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მისი დროულად და ზუსტად მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებისა და სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
** სტუმრისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება: 1400 ლარი;
** გრაფიკი 2/2;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|