Робота для біженців з України
ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:

** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის ყველა არხზე (LinkedIn, Meta, TikTok, ვებსაიტი, SEO და სხვა);
** ტექსტების შექმნა და ადაპტაცია - სოც. მედია პოსტები, ბლოგები, ვიდეოს სცენარები, ვებსაიტის კონტენტი, ნიუსლეთერები;
** ვიდეო კონტენტის გადაღება;
** დიზაინერთან და ედვერთაიზერთან თანამშრომლობა ბრენდის იმიჯზე ზრუნვისთვის;
** კონტენტის კალენდრის მართვა და მასალების დროული მომზადება კამპანიებისთვის და ღონისძიებებისთვის;
** ვებსაიტის განახლებებზე მუშაობა და სინტაქსის სერვისებისა და ტრენინგების შესაბამისი დაგეგმვა და განთავსება;
** ახალი ტრენდებისა და AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია (მაგ. CapCut, Canva, ChatGPT, Veo, Pika და სხვა).

უნარები და კომპეტენციები:

** კრეატიული აზროვნება და ძლიერი სთორითელინგის უნარი;
** წერის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისური - B2 დონე;
** კამპანიების მართვის გამოცდილება;
** გუნდთან მუშაობის გამოცდილება და მათი კოორდინაციის უნარი;
** სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა (LinkedIn, Meta, TikTok, YouTube);
** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, მედიის ან კრეატიული მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან მსგავს სფეროში;
** გამოცდილება ტექნოლოგიებისა ან განათლების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე