Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696152&print=yes&view=jobs
 
ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)

მოვალეობები:

** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა, პროდუქციის შეთავაზება, შეკვეთის ფორმირება;
** ახალი კლიენტების მოძიება, არსებულის შენარჩუნება, გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 6 თებერვლამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია