Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696151&print=yes&view=jobs
 
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** საწარმოში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლი-ინსპექტირება;
** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, და ა.შ.)
** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** საწარმოში ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სიხშირულ ინვერტორებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 6 თებერვლამდე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 062 062. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ელექტრიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია