|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" იწვევს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით, პროფესიონალური მომსახურებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. "ჭიტა" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა მოტივაციას, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ თანამშრომლობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19 ;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული;
** სამუშაო საათები 09:30 - 18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლების ძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვების პროცესის სრული მართვა;
** ფასების, მიწოდების პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების შეთანხმება;
** არსებული და ახალი მომწოდებლების ბაზის გაფართოება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
** შესყიდვების გეგმების და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ლოგისტიკასთან, საწყობთან და გაყიდვების გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** მიწოდების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ეკონომიკა);
** შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უნარი;
** ბაზრის ანალიზის და ტენდენციების გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge 15 თებერვლის ჩათვლით და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|