|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
UrbanAir Ads
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"UrbanAir Ads" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ
"UrbanAir Ads" წარმოადგენს ინოვაციურ სარეკლამო კომპანიას, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს რეკლამის განთავსებას ტრიციკლზე დამონტაჟებულ მოძრავ სარეკლამო მონიტორებზე. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს ბრენდების მაღალ ხილვადობას ქალაქის მასშტაბით და წარმოადგენს თანამედროვე OOH რეკლამის ეფექტურ ფორმატს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება (B2B);
** კომპანიებში ვიზიტები და სარეკლამო სერვისის პრეზენტაცია;
** მოძრავ სარეკლამო მონიტორებზე რეკლამის განთავსების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
** არსებული კლიენტების მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება.
** Excel- ში არსებული ბაზის გენერირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მაღალი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიური მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 2000 ლარიდან + გაყიდვებზე დამოკიდებულ ბონუსს;
** საინტერესო და ინოვაციურ სარეკლამო პროდუქტზე მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: support@urbanair.ge, Davitburnadze@gmail.com
|
|
|
|